"ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის არ გამოქვეყნება, პირადად ჩემი გადაწყვეტილებაა"

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ფინანსური სტაბილურობის ანგარიში მისი გადაწყვეტილებით არ გამოქვეყნდა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციაა და თუ ვინმეს კითხვა ექნება ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის არ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ის პასუხს გასცემს.

"ფინანსური სტაბილურობის ანგარიში არანაირ კავშირში არ არის 2014 წლის ანგარიშთან. ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია ყველა შეფასებით. უამრავ ინფორმაციას ვაქვეყნებთ ვებ-გვერდზე და ათიათასობით მოქალაქე ყოველდღიურად იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას ჩვენი ვებ-გვერდიდან. რაც შეეხება უშუალოდ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის არ გამოქვეყნებას, ეს არის პირადად ჩემი გადაწყვეტილება. თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ამაზეც სიამოვნებით ვუპასუხებ დეპუტატებს, თუ კითხვა ექნებათ“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.