"ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის თანამშრომლობა ევროპელ კოლეგებთან უნდა გაღრმავდეს"

საქართველოს პრეზიდენტი პედრო აგრამუნტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პოლიტპატიმრად მოიხსენია და აღნიშნა, რომ საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას.

გიორგი მარგველაშვილი ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ევროპელი კოლეგების კომენტარებს ყოველთვის ყურადღებით ვისმენთ. კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშიორებით, ვთვლი, რომ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის თანამშრომლობა ევროპელ კოლეგებთან უნდა გაღრმავდეს, გაფართოვდეს და მეტად ინტენსიური უნდა იყოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გიგი უგულავა პოლიტპატიმრის სტატუსით, პირველივე სიტყვაში მოიხსენია.

პედრო აგრამუნტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტად მუშაობას 25 იანვარს შეუდგა და ის ასამბლეას ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.