პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ფიზიკურად თუ შეძლებს იმ მომენტში" პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტის წინაშე დაესწრება.
ამასთან, კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის ირგვლივ გადამეტებული აჟიოტაჟი იქმნება. "ამის შესახებ განვაცხადე, რომ ფიზიკურად თუ შევძლებ იმ მომენტში, აუცილებლად დავესწრები და ნუ ვქმნით ამაზე აჟიოტაჟს", - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.