ოპოზიცია ძალიან ცდება, თუკი ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთან სათქმელი არაფერი აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
ქუცნაშვილი ამ კონტექსტში ადამიანის თავისუფლების და უფლებების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას.
"ვაპირებ დავიწყო იმ ცვლილებების გამოქვეყნება, რა ცვლილებებიც ადამიანის თავისუფლებისათვის განვახორციელეთ. ამ მიმართულებით ათეულობით თუ არა, ასეულობით ცვლილება განხორციელდა, რათა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები ადამიანი უფრო მეტად თავისუფალი ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ გვაქვს სალაპარაკო ჩვენს ამომრჩეველთან", - აცხადებს დეპუტატი.