პერსპექტივაში მზად ვართ უვიზო რეჟიმზე წამოვიდეთ

პერსპექტივაში მზად ვართ უვიზო რეჟიმზე წამოვიდეთ

რუსეთი მზად არის, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დააწესოს, მაგრამ ამაზე მსჯელობა უცნაური იქნებოდა, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პერსპექტივაში მზად ვართ უვიზო რეჟიმზე წამოვიდეთ, თუმცა ამაზე მსჯელობა ცოტა არ იყოს უცნაური იქნებოდა პერიოდში, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. ეს ურთიერთობა ჩვენ არ შეგვიწყვეტია", - განაცხადა ლავროვმა. მისი შეფასებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა "გაყინვის" სტადიიდან გამოდის.