ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განცხადებით, აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან კახა ცხადაძის გათავისუფლებასთან დაკავშრებით.
როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იქნება.
რაც შეეხება თანამდებობიდან კახა ცხადაძის წასვლას, კობიაშვილის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პირადად ის, ცხადაძესთან შეხვედრის შემდეგ, კონტრაქტის გაწყვეტის პირობებს დააზუსტებს.
„მე მზად ვარ, რომ შევხვდე და ვესაუბრო, როგორ შევწყვტოთ ხელშეკრულება ორმხრივი მოლაპარაკების გზით. თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთ ადამიანთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მისაუბრია. ჩემი მთავარი მიზანი და სურვილი იყო ცხადაძე დარჩენილიყო ეროვნული ნაკრების მწვრთნელად. მარტის ბოლოს იქნბა ამხანაგური შეხვედრა და სავარაუდოდ ეროვნული ნაკრების ინტერესებშიც შედის, რომ სწრაფად გადაწყდეს მწვრთნელის საკითხი“, - განაცხადა კობიაშილმა.
რაც შეეხება ახალი მწვრთნელის დაფინანსების საკითხს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, რა თქმა უნდა სისტემა შეიცვლება.
„მომავალში და ეს არ ეხება კონკრეტულ შემთხვევას არც ბატონ კახას, ყველა მწვრთნელთან ასეთი პრინციპი იქნება - პატარა ფიქსირებული თანხა და დანარჩენი შედეგზე ორიენტირებული დანახარჯი. მე მზად ვარ დღე კახას დავურეკო, დავჯდეთ, თუ ექნება ამის სურვილი და მივიდეთ ცივილურ შედეგამდე“, - განაცხადა კობიაშვილმა.
კითხვაზე - რატომ მოხდა, რომ ბოლო დროს ისინი პრესკონფერენციების საშულებით ახდენენ კომუნიკაციას, კობიაშვილმა განაცხადა რომ ამის მიზეზი მისი საქართველოში არ ყოფნა გახდა.
ჩვენი შეხვედრები მანამდეც ხდებოდა, ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო ადამიანთან მქონოდა მოლაპარაკება, ბოლო ორი დღე არ ვიყავი საქართელოში და ამიტომ მოხდა ის პროსკონფერენცია, რაზეც ინფორმირებულები ხართ“, - განაცხადა კობიაშვილმა.