სერგეი ლავროვი ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზადაა

სერგეი ლავროვი ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზად არის.

შესაბამისი განცხადება ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლავროვმა ასევე შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.

"მზად ვარ ჩემ ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც. პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამაზე ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა", - განაცხადა ლავროვმა.