რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ.
ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრები ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას იყენებენ წვრთნებისთვის, დასვენებისთვის და მომარაგებისთვის", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე განმარტებით, სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.