პრეზიდენტი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს ხვდება

პრეზიდენტი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

როგორც ინტერპარტიული ჯგუფის წევრები აცხადებენ, ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრაზე საარჩევნო საკითხები განიხილება. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა, რასთან დაკავშირებითაც ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შეთანხმდა.

როგორც ცნობილია, ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გუშინ შეხვდა.