გიორგი ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს

გიორგი ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სებ-იდან აცნობეს, გიორგი ქადაგიძის ბრიფინგი ეროვნულ ბანკში დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე გააკეთებს განცხადებას.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4923 ლარი გახდა.