აზერბაიჯანში, გაჯიგაბულის რაიონში ვულკანის, ახტარმა-აშალის ამოფრქვევა მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამოფრქვევა ღამის 03:00 საათზე დაფიქსირდა და დილამდე გაგრძელდა.
ცნობისთვის ვულკანი, რომლის ამოფრქვევაც უდულუს დასახლებაში მოხდა, აზერბაიჯანის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ვულკანს წარმოადგენს. ახტარმა-აშალის ამოფრქვევა 2013 წლის აპრილშიც დაფიქსირდა.