ნავთობის ფასი კვლავ დაეცა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, "ბრენტის" მარკის შავი ოქროს ფასი დღეს 2%-ით შემცირდა და 29,85 აშშ დოლარი შეადგინა. WTI მარკის ნავთობის ღირებულება კი 29,58 აშშ დოლარია.
ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა დეკემბერში დაიწყო, როცა მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს გადაჭარბებული შემოთავაზება დაფიქსირდა. გარდა ამისა, ერაყში ნავთობის მოპოვების მოცულობამ რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა, გუშინ კი საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე უარს არ იტყვის. დაბალ ფასებს განაპირობებს ირანის ფაქტორიც, რომელიც სანქციების მოხსნის შემდეგ, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნებისთვის ემზადება.