გიორგი ამაშუკელი დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების შესასწავლად, გურიისა და აჭარის რეგიონებს ეწვევა

გიორგი ამაშუკელი დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების შესასწავლად, გურიისა და აჭარის რეგიონებს ეწვევა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების შესასწავლად, გურიისა და აჭარის რეგიონებს ეწვევა.

როგორც ამაშუკელმა ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარისა და გურიის რეგიონებს მთელი ღამე გადაუდებელი თოვის გამო პრობლემები შეექმნა. მიუხედავად უხვი ნალექისა, მისი თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქებსა და სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. "

პრემიერის დავალებით, პირადად მივემართები აღნიშნულ რეგიონებში, რათა ადგილზე გავეცნო გაწმენდით სამუშაოებს და ადგილზე შევისწავლოთ არსებული ვითარება. ამ დროისთვის, გურიისა და აჭარის რეგიონში, დაზიანებების შედეგად, ელექტროენერგია არ მიეწოდება 10 000-მდე აბონენტს, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ახლაც გრძელდება სამუშაოები "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის აღდგენა. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, სადაც ინფორმაციის შემოსვლა და კონკრეტული გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმვა ხდება. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი", - განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.