რუსეთის პრეზიდენტი კორუმპირებულია და საკუთარ ქონებას მალავს, - ასეთი მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ადამ შუბინმა ტელეკომპანია "ბიბისის" საგამოძიებო პროგრამა "პანორამას" ეთერში.
"ციფრების დასახელება არ შემიძლია, თუმცა ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ, როგორც მიიჩნევა, პუტინი ხელფასის სახით სახელმწიფოსგან წელიწადში 110 000 დოლარს იღებს", - განაცხადა შუბინმა. მისივე თქმით, აშშ-ის ხელისუფლებაში მრავალი წელია იციან, რომ რუსეთის პრეზიდენტი კორუმპირებულია.
"ბიბისის" ჟურნალისტები, აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ვლადიმერ პუტინის ქონება დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარია.