ევროკავშირი შენგენის შეთანხმების შეჩრების შესაძლებლობას არ განიხილავს

ევროკავშირი შენგენის შეთანხმების შეჩრების შესაძლებლობას არ განიხილავს

მიგრაციის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, მიგრანტების კრიზისის გამო, ევროკავშირი შენგენის შეთანხმების მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას არ განიხილავს.

ამის შესახებ ევროკომისარმა ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მსგავს საკითხს ევროკავშირი არ განიხილავს.

"არ ვფიქრობ, რომ შენგენს საფრთხე ემუქრება. ჩვენი განზრახვაა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და მხარი დავუჭიროთ ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ევროპულ მიღწევას. შენგენის შესანარჩუნებლად, ევროკავშირმა, გაერთიანების შიდა საზღვრების უფრო ეფექტური კონტროლი უნდა უზრუნველყოს. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრების დაცვის ევროპული სააგენტოს, შექმნაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება", - განაცხადა ავრამოპულოსმა.