საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეფორმების უმთავრესი მიმართულება მმართველობითი რეფორმა იქნება.
როგორც, კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანოიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოში მართველობა კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს. შეხვედრისას მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ის მოხარულია აღნიშნული შეხვედრით.
„ძალიან მიხარია რომ ეს შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრის მიზანია, რომ მაქსიმალურად გახსნილად ვისაუბროთ ერთმანეთთან იმ აქტუალური საკითხების შესახებ, რომელიც შესაძლოა ყველა ჩვენგანს აწუხებდეს. მინდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო გამჭირვალე უნდა იყოს მმართველობა საქრთველოში, ჩართულობა საზოგადოების, სხვადასხვა ფენების წამომადგენლების უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალი, ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება მმართველობითი რეფორმა იქნება, რომელიც გამჭირვალეობის ზრდას და მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა არასამთავრობო სექტორის ჩართულობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მინდა რომ ვისაუბროთ გულწრფელად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.