დიდთოვლობის გამო ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო ბათუმში გადაადგილება პარალიზებულია.
თოვლის საფარი ქალაქის ფარგლებში 50-70 სანტიმეტრამდე აღწევს. როგორც სააგენტოს აჭარის განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბათუმში სასწავლო პროცესი მხოლოდ ერთი დღით შეწყდა, ხვალ კი ამინდის გამოსვლის შემთვევაში სწავლა განახდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ასევე შეწყვეტილია ქობულეთის და ხელვაჩაურის სკოლებსა და ბაღებში.
რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ქედის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, ხოლო 19 სკოლაში კი სწავლება მიმდინარეობს. ხულოსა და შუახევში კი მცირე ნალექია და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.