საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი დღეს პრეზიდენტს შეხვდება

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი დღეს პრეზიდენტს შეხვდება

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი დღეს პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრა 13:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. 
როგორც ინტერპარტიული ჯგუფის წევრები აცხადებენ, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება საარჩევნო საკითხები. 
მათივე განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა. 
ინტერპარტიული ჯგუფი გუშინ პრემიერ-მინისტრს შეხვდა.