"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ლიბერალური ფრაქცია "ALDE"-ს ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ALDE"-ს ვიცე პრეზიდენტის, ანუ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას 2 წლის ვადით შეასრულებს.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი, "თავისუფალი დემოკრატების" მიღწევა. მხარი დამიჭირეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა. არჩევნებში საკმაოდ ბევრი კანდიდატი მონაწილეობდა, მაგრამ მხარდაჭერა მე მივიღე", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის ჩართული იქნება ლიბერალური ფრაქციის ბიუროს მუშაობაში.
"ასევე მექნება საშუალება უფრო აქტიურად და ხმამაღლა ვისაუბრო იმ დღის წესრიგზე, რომელიც ზოგადად, არა მხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ საქართველოს აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში", - განაცხადა ჩიქოვანმა.