გიორგი კვირიკაშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

გიორგი კვირიკაშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს იწყებს. პირველი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 10:00 საათზე გაიმართება. 
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის, "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი"; "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო"; ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"; "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"; "ადამიანის უფლებათა ცენტრი"; "სამოქალაქო განვითარების სააგენტო"; "ევრაზიის განვითარების ფონდი"; "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"; "საქართველოს რეფორმების ასოციაცია"; "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"; "საზოგადოებრივი დამცველი"; "სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი"; "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი"; "ახალგაზრდა ადვოკატები" და "ქართული მისია".