იყო გუნდი, რომელიც ოფიციალურად დაინტერესდა გავმხდარიყავი მათი მწვრთნელი.

იყო გუნდი, რომელიც ოფიციალურად დაინტერესდა გავმხდარიყავი მათი მწვრთნელი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში მასსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის უთანხმოებაზე ისაუბრა.

ცხადაძემ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნის საფეხბურთო გუნდიდან შემოთავაზება ჰქონდა, რომელსაც იგი არ დათანხმდა.

„სხვა ქვეყნის საფეხბურთო გუნდიდან შემოთავაზება იყო სანამ ხელფასის შეკვეცასთან დაკავშირებით საუბარი დაიწყებოდა. როდესაც კობიაშვილს პირველად შევხვდი ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენე, რომ იყო გუნდი, რომელიც ოფიციალურად დაინტერესდა გავმხდარიყავი მათი მწვრთნელი. მე პირდაპირ ვუთხარი, რომ არანაირად არ მიღირდა სხვა გუნდში გადასვლა, რადგან მე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩემი მიზნით მოვედი. მინდა აღვნიშნო, რომ მე არავის არ შევპირებივარ, რომ ამ შესარჩევში დავიკავებდით მეორე ან მესამე ადგილს. ვთქვი, რომ მინიმუმ მესამე ადგილზე გავიყვანდი გუნდს. ეს ვთქვი იმ ქვე ჯგუფიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ შეგხვდა. განვაცხადე, რომ უნდა ვიბრძოლოთ მინიმუმ „ფლეი ოფში“ მოსახვედრად. ჩემი კომპეტენცია და ჩემი სურვილი მაძლევს ამის თქმის უფლებას“. - განაცხადა კახა ცხადაძემ