ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ის ესპანეთის წარმომადგენელი პედრო აგრამუნტი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პედრო აგრამუნტი აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილებას 2018 წლამდე შეასრულებს.
მანამდე, ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო. 2 000 წლიდან აგრამუნტი საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის წევრია.
დღეს გამართულ პლენარულ სესიაზე აირჩიეს ასევე, ასამბლეის 16 ახალი ვიცე-პრეზიდენტი, მათ შორის თედო ჯაფარიძე.