კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო, დღეს დილიდან გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მობილიზებულია სპეცტექნიკა, გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ დროისთვის გაწმენდილია ყველა ცენტრალური გზა, მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ინტენსიური თოვის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ 36-კმ 58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამ დროისთვის კახეთში გადაუღებლად თოვს