თუ სპეციალური საარჩევნო უბნები უქმდება, ეს გარდაბანის გამგებლის არჩევნებსაც უნდა შეეხოს

თუ სპეციალური საარჩევნო უბნები უქმდება, ეს გარდაბანის გამგებლის არჩევნებსაც უნდა შეეხოს

თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სპეციალური საარჩევნო უბნები უქმდება, ეს 28 იანვრის გარდაბნის არჩევნებსაც უნდა შეეხოს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა .

როგორც მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, ეს გიორგი კვირიკაშვილის პირველი განცხადება არაა, "როცა ერთს ამბობს, მაგრამ მეორე ხდება".

"შეგახსნებეთ, რომ ჩვენ შევთავაზეთ ეკონონიკურ პროგრამაზე შეხვედრა, გავიდა უკვე ერთი კვირა, ლარი უფასურდება, თუმცა შეხვედრა არ შედგა", - აცხადებს მაჭავარიანი.

რაც შეეხება სპეცუბნებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიიჩნევს, რომ აქ ვითარება უფრო დრამატულია.

"2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში გარდაბანში არც ერთი სპეცუბანი არ იყო, დღეს 700-კაციანი სპეცუბანი დაამატეს, რადგან ხელისუფლებას დამარცხების ეშინია. ჩვენ იმ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ კვირიკაშვილი თავის სიტყვას ასრულებს, თუ 28-ში გარდაბანში სპეცუბანი არ გაიხსნება და აქ დარეგისტრირებული ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ", - აცხადებს მაჭავარიანი.

მიხეილ მაჭავარიანის კომენტარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.