მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა დილიდან მიმდინარეობს. პრობლემური იყო ბახვის, ასკანის და ვაკიჯვრის საგზაო მონაკვეთები, სადაც ამ დროისთვის გადაადგილება პრობლემას აღარ წარმოადგენს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის განმარტებით, მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც ეტაპობრივად ყველა სოფელში მოახდენს გზების გაწმენდას.

ელექტრო ენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. ოზურგეთში ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს. მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.