მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაცია სურს

მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაცია სურს

ოდესის ოლქის გუბერნატორი შეშფოთებას გამოთქვამს ოდესის პოლიციის ქმედებებზე, არალეგალური კაზინოების დახურვასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული ბიზნესი უნდა დააკანონოს.

ამის შესახებ გუბერნატორმა სოციალურ ქსელში აღნიშნა.გუბერნატორი წერს, რომ თამაშის მოყვარული უკრაინელების ფული "იატაკვეშა დაწესებულებებში" და მეზობელ ქვეყნებში მიდის, სადაც სათამაშო ბიზნესი ლეგალიზებულია.

„ოდესის პოლიციამ უკვე მერამდენედ დახურა ქალაქში არსებული არალეგალური კაზინო, ხოლო უკრაინის ბევრ სხვა ადგილებში მათ საერთოდაც სახელმწიფო სტრუქტურები მფარველობენ. ეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა შემოსავალს კარგავს სახელმწიფო იმის გამო, რომ სათამაშო ბიზნესის ლეგალიზებას არ ახდენს. ეს ფული "იატაკქვეშა დაწესებულებებში", მეზობელ ბელორუსში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიდის, სადაც ის უკრაინელები მიდიან, ვისაც თამაში უყვარს, ვქიფრობ, საკმარისია თავის მოტყუება და საჭიროა, რომ ეს ბიზნესი მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ, ხოლო იმ თანხით, რაც აქედან მოგებას მივიღებთ, დავაგოთ გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.