25-31 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში 25-26 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. 27 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, გაძლიერდება ყინვა.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის მინიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია -7, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, -7. თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება -9, -7 გრადუსი.
დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 იანვარს დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2 გრადუსი. 28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაინში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 29 იანვრიდან ყინვა შესუსტდება.