ბათუმის თეატრის უკან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავის სიახლოვეს, კოკისპირული წვიმისა და ქარის ფონზე დაახლოებით 4 000-მდე ადამიანმა თურქეთ-საქართველოს გასაიდუმლოებული ხელშეკრულების ფარგლებში „აზიზიეს მეჩეთის” აშენება გააპროტესტა, რომელთა შორის ნაციონალები და რესპუბლიკელებიც იყვნენ. აქციის დაწყებამდე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა, 1921 წლის მარტში, ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მათივე საფლავზე გადაიხადეს. ილია ჭავჭავაძის ძეგლთან აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ, როგორც ბათუმელები, ისე ქედელები, შუახეველები, თბილისელები, ხელვაჩაურელები, ხულოელები, ქობულეთელები, ოზურგეთელები. თეატრის უკან რაჭიდან ჩამოსულებიც იდგნენ. „წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და მედია-კავშირ “ობიექტივის“ ორგანიზებით გამართულ ამ აქციას, რომელსაც ორგანიზატორებმა ქართული საზოგადოების ინიციატივით გამართული აქცია უწოდეს, ირმა ინაშვილი უძღვებოდა. სიტყვით მხოლოდ „წინააღდეგობის მოძრაობისა“ და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის მუსულმანური აღმსარებლობის თანამემამულეები გამოვიდნენ. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ: „სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერები: ჯაბა ჯიშკარიანი და ილია წურწუმია; პარლამენტარები: თამაზ დიასამიძე და „ქრისტიან-დემოკრატი“ გიორგი ახვლედიანი; „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე; თბილისის საკრებულოს წევრი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ჯაბა სამუშია; აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, „ქრისტიან-დემოკრატი“ ნიაზ ზოსიძე და აჭარის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში მცხოვრები “ქრისტიან-დემოკრატები“; თურქეთ-საქართველოს გასაიდუმლოებული ხელშეკრულების წინააღმდეგ გამართულ აქციაში “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ - ბათუმის საკრებულოს წევრი ალეკო ჩხარტიშვილი ოჯახთან ერთად; ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომიის წევრი ალექსანდრე ჩხიკვაძე; „სახალხო კრებიდან“: სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, ირაკლი ბათიაშვილი, თემურ შაშიაშვილი; ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული საქართველოდან“ ვახტანგ ყოლბაია; „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით რობაქიძე, თავის თანაპარტიელებთან ერთად; „ქართული პარტიიდან“ ირაკლი დოლაბერიძე და თეო ტლაშაძე; „წინააღმდეგობის მოძრაობიდან“: დავით თარხან-მოურავი, სოსო მანჯავიძე, ადა მარშანია, ერეკლე საღლიანი; “ობიექტივიდან“: მერაბ ჭიქაშვილი და მამუკა გობეჩია. თბილისიდან ბათუმში აქციის ორგანიზატორებთან ერთად ჩამოვიდნენ ერთი ათეული მსუბუქი მანქანით და ერთი ავტობუსით. აქციაზე მუსულმანი ქართველების სახელით ნაილე აბულაძე გამოვიდა; მასთან ერთად იყო ორ ასეულამდე მუსულმანური აღმსარებლობის ქართველი - ისინი, ვინც “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების წინააღმდეგ ხელი მოაწერეს საქართელოს ხელისუფლებისადმი მიმართვას. აქციაში მონაწილეობა მიიღო კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რაულ ბოლქვაძემ, თანაპარტიელებთან ერთად; აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე; აქციაში მონაწილეობდნენ პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლები: რეპუბლიკელებიდან თემურ აბრალავა, ვლასი ხიტირი; ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი; საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ რეგიონალური პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების ჯგუფის წევრი ასლან ლორთქიფანიძე; „ეროვნული ფორუმის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ანანიძე და ამავე პოლიტიკური ძალის რაჭიდან ჩამოსული წევრები (20 კაცამდე). აქციაში მონაწილეობაა მიიღო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ თითქმის მთელმა შემადგენლობამ, მისი თავმჯდომარის მურმან დუმბაძისა და ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ავთანდილ ბერიძის თაოსნობით. როგორც „ემსახურე საქართველოს“ ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რამაზ ძირკვაძემ გვითხრა, აქციაში მონაწილეობის მისაღებად მისი რაიონიდან 250-მდე ადამიანი ჩამოვიდა. |