მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად შეცვალა ოპოზიციასთან დამოკიდებულება

მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად შეცვალა ოპოზიციასთან დამოკიდებულება

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, მას ძალიან უხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციასთან მიმართებაში დამოკიდებულება აბსოლუტურად შეცვალა. ამის შესახებ აბაშიძემ ინტერპარტიული ჯგუფისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

"მე ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად შეცვალა ოპოზიციასთან მიმართებაში დამოკიდებულება, გადადგა ნაბიჯი იმისაკენ, რომ შეხვდეს ოპოზიციას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. დანარჩენს რაც შეეხება, არ მინდა განსაკუთრებული მოლოდინი შევქმნა, ვინაიდან საზოგადოების მაღალი ინტერესია ამ საკითხის მიმართ. დაველოდოთ მოვლენებს, პრემიერი იმისთვის არის, რომ თავის გუნდთან ერთად ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღოს და მე ვფიქრობ, ეს ქვეყნისათვის მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ იქნება წარმართული", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.