აღმოსავლეთ აზიაში ძლიერი ყინვის შედეგად 55 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ აზიაში ძლიერი ყინვის შედეგად 55 ადამიანი დაიღუპა

ტაივანში ძლიერი ყინვის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ასაკოვანი ადამიანები არიან. დაბალ ტემპერატურას იაპონიაშიც მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპა ხუთი ადამიანი. 
ამასთან, გადაუდებელი თოვის შედეგად 600 შიდა ავიარეისი გაუქმდა. სამხრეთ კორეაში კი 60 000-ზე მეტი ტურისტი ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებს. ჩეჯუს კუნძულზე აეროპორტი დაიხურა. 
ძლიერი ყინვაა ასევე ჰონგ-კონგსა და ჩინეთის სამხრეთ რეგიონებში. მთავრობები მოსახლეობას მოუწოდებენ, დარჩენ სახლში და გარეთ გასვლის შემთხვევაში თბილად ჩაიცვან.