ესპანეთის სანაპიროებთან 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ "როიტერი" აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მალაგადან 162 კილომეტრში 33 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
დაშავებულების და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.