ბრაზილიის ქალაქ რესიფიში ციხიდან 40 პატიმარი გაიქცა. "ბიბისის" ცნობით, მათ საპყრობილედან გაქცევა მას შემდეგ შეძლეს, რაც უცნობმა პირმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ციხის შენობასთან გაააქტიურა. შედეგად ჩამოინგრა კედელი.
მოგვიანებით პოლიციამ გაქცეული პატიმრების უმრავლესობა დააკავა, სპეცოპერაციის დროს ორი მსჯავრდებული დაიღუპა, ერთს კი კვლავ ეძებენ. მსგავსი ინციდენტი ბრაზილიაში გასულ კვირასაც მოხდა. მაშინ ციხიდან 53 ადამიანი გაიქცა, მათგან მხოლოდ 13 პატიმრის დაკავება შეძლეს. დანარჩენს კი ამ დრომდე ეძებენ.