ხვიჩა გობაძის მამა შვილის გარდაცვალების დეტალებზე არ საუბრობს

ხვიჩა გობაძის მამა შვილის გარდაცვალების დეტალებზე არ საუბრობს

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლის, ხვიჩა გობაძის მამა შვილის გარდაცვალების დეტალებზე არ საუბრობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გობაძის მამამ ილია გობაძემ განუცხადა, ოჯახთან კონტაქტი სირიაში წასულ შვილს ბოლოს ორი კვირის წინ ჰქონდა. მისივე თქმით, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ინტერნეტით გაიგო.

"ჩვენ არავინ დაგვკავშირებია და დაზუსტებით არაფერი ვიცით. ინტერნეტით გავიგეთ, რომ გარდაიცვალა. ორი კვირის წინ გვქონდა ბოლოს კონტაქტი. ვთხოვთ ყველას, თავი დაანებონ ჩვენს ოჯახს", - აღნიშნა ილია გობაძემ.

გობაძეების ოჯახი ბათუმთან ახლოს, სოფელ ახალშენში ცხოვრობს. "ინტერპრესნიუსი" მამას სწორედ მათ საცხოვრებელ სახლთან ესაუბრა.