გია ნიჟარაძე:   რაგბი არც ჩემით დაწყებულა და არც ჩემით მთავრდება

გია ნიჟარაძე: რაგბი არც ჩემით დაწყებულა და არც ჩემით მთავრდება

რაგბი არც ჩემით დაწყებულა და არც ჩემით მთავრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ განუცხადა.

ნიჟარაძემ გულშემატკივრებს, მორაგბეებს და მედიას გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუცადა. "მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, მედიას, მორაგბეებს მთელი 8 წლის განმავლობაში გვერდში დგომისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთი აგური მაინც დადო ქართული რაგბის განვითარებისთვის. რაგბი არ იწყება ჩემით და არ მთავრდება ჩემით. წარმატებებს ვუსურვებ გოჩა სვანიძეს და ვულოცავ გამარჯვებას", - განაცხადა ნიჟარაძემ.