კანტორადქცეული თეატრი, მფლანგველი მმართველი და 40 დათხოვნილი მსახიობი, რომელიც შიმშილობით იმუქრება

კანტორადქცეული თეატრი, მფლანგველი მმართველი და 40 დათხოვნილი მსახიობი, რომელიც შიმშილობით იმუქრება

სკანდალი,  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან 40 თანამშრომლის დათხოვნასთან დაკავშირებით ისევ გრძელდება. დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ დათხოვნილი მსახიობების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შესაძლოა მათ შიმშილობაც  დაიწყონ.  როგორც თეატრის, ერთ-ერთი, დათხოვნილი თანამშრომელი, მსახიობი ქეთი ქიტიაშვილი აცხადებს, მას ინფორმაცია შიმშილობის დაწყებაზე ჯერჯერობით არა აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მსახიობები ამ წერტილამდე  მალე მივიდნენ. 

ქეთი ქიტიაშვილი: თუ სამართალს ვერ ვიპოვით გამორიცხული არაა, რომ ეს გავაკეთოთ.  იქამდე კი, ჩვენ ვაპირებთ პრეზიდენტის სახელზეც დავწეროთ განცხადება და ვიჩივლოთ  კიდევაც უზენაეს სასამართლოში. არც ერთ შესაბამის ინსტანციას არ დავტოვებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს თეატრში არსებული განუკითხაობა და ერთპიროვნული მმართველობა.

- ქალბატონო, ქეთი როგორც ცნობილია, თქვენ თეატრიდან დათხოვნამდეც მიმართეთ კულტურის სამინისტოს ამ მოთხოვნებით, რა შედეგი მოჰყვა მას?

 -შედეგი ისაა, რომ ეს განცხადება ამ ხალხის გამოშვების მიზეზი გახდა. ეს არ იყო საჩივარი, ეს იყო, უბრალო განცხადება, სადაც რამდენიმე კითხვას ვსვამდით და ვითხოვდით პასუხს იმაზე, თუ რატომ იქცევა ჩვენი მმართველი მიშა ანთაძე ასე ერთპიროვნულად?  რატომ არის თეაატრში სრული განუკითხაობა და დარღვევები.

-რა დარღვევებს გულისმობთ?

-ფინანსურს და შემოქმედებითს, ხელფასებს თვეობით არ გვაძლევენ,(6 თვის დავალიანება აქვთ), რასაც ვიღებთ ისიც მოჭრილად გვაქვს. სპექტაკლი სპექტაკლს არ ჰგავს ისეთი დაბალი ხარისხისაა, დარბაზები არ არის. საერთოდ არაფერი ხმარდება თეატრის კეთილდღეობას.

-ე.ი უთანხმოებები თეატრის დირექტორთან დათხოვნამდეც გქონდათ?

-რასაკვირველია,  ამ კაცმა თეატრი კერძო კანტორად გადააქცია და  ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს აზრს. ის  საპირისპირო აზრს არასდროს იღებს, როგორც თავად აწყობს, ისე აკეთებს ყველაფერს როგორც უნდა. უნდოდა გაგიფორმებდა ხელშეკრულებას, უნდოდა არა. სწორედ, ამ თვეობით გაუცემელი ხელფასების გამო, ურთიერთობა ბანკ „ქართუსთან“გავაგრძელეთ.

-როგორ ფიქრობთ, ეხ ხომ არ გახდა თეატრიდან 40 თანამშრომლის დათხოვნის ერთ-ერთი მიზეზი?

-შეიძლება ეს იყო მიზეზი, მაგრამ როდესაც კულტურის სამინისტროში განხცხადება გავაგზავნეთ, კულტურის მინისტრს პასუხი არ გაუცია.

-კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, დღეს აცხადებს, რომ ამ ფაქტზე ინფორმაცია არ აქვს.

-არ ვიცი ისინი რას აცხადებენ, მაგრამ კულტურის სამინისტროს თეატრალური განყოფილების დეპარტამენტის უფროსმა  იამზე გვათუამ  ყველაფერი იცოდა, ის საქმის კურსში იყო და გვეუბნებოდა, რომ სამინისტრო ყველაფერში გაერკვეოდა. ჩვენ ველოდებოდით კიდევაც ტელევიზიითაც იმ ინფორმაციის გაჟღერებას, რომ მიშა ანთაძე თანამდებობიდან განთავისუფლებულია. მას დიდი იურიდიული დარღვევები აქვს და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს.

-როგორც ვიცი, დათხოვნას წინ ულტიმატუმი უძღვოდა, რომელიც ხელფასის განახევრებასთან იყო დაკავშირებული.

-დიახ, პირობები წამოგვიყენეს, რომ უარი გვეთქვა  ივანიშვილის დახმარებაზე. თუ ამას გავაკეთებდით მაშინ მიხეილ ანთაძე გაზრდილ ხელფასებს მოგვცემდა. ერთი თვე მოგვცა, მაგრამ შემდეგ შეწყვიტა ეს გაზრდილი ხელფასი და თებერვალში საერთოდ არ მოუციათ,  წინ თვეში კი მოჭრილად, მოგვცეს. მიშა ანთაძის იმედი არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს.   ამიტომაც გავაგრძელეთ ურთიერთობა მეცენატთან, კერძოდ ბანკ „ქართუსთან.“ ისევე, როგორც  ყველა თეატრმა. მიშა ანტაძის მოთხოვნა ამ ურთიერთობის გაწყვეტა იყო, უთანხმოების მიზეზიც ეს გახდა.

-როგორ ფიქრობთ, რატომ ჰქონდათ მას ასეთი მოთხოვნა?

-ვერ გეტყვით. არ ვიცი დავალება ჰქონდა  ასეთი, თუ ეს მისი მორიგი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. საერთოდ ეს კაცია ასეთი კატეგორიის ადამიანი, რომ ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტს. მსახიობებს ანგარიშს არ უწევს, არა და თეატრი მსახიობისაა.

-ახლა თუ არიან თეატრში მსახიობები?

-კი, თეატრში იმ მსახიობების ნაწილი დარჩა, რომელთაც მიშა ანთაძე ქრთამს აძლევდა.  ხელფასს მხოლოდ მათ უხდიდა.  ჩვენ,  დათხოვნილები კი, ის ნაწილი ვართ, ვისზეც ანთაძე ყოველთვის ეჭვობდა, რომ მისი მმართველობის წესის წინააღმდეგი იყო.

-დარჩენილი თანამშრომლები არ აკეთებენ  კომენტარს ამ თემაზე?

-ისინი არც გიპასუხებენ, ვერ გეტყვით ამას რა ჰქვია, მაგრამ ეტყობა ისინი გარიგებაში არიან მიშა ანთაძესთან შესული, ან  შიშიშის სინდრომი აქვთ.  ამ ადამიანებს ოჯახებიც ჰყავთ, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ, სადაც მიხეილ ანთაძეზე კითხვა ისმევა იქ ადამაინი,  ავტომატიურად ტოვებს სამსახურს. დაშინებული ჰყავთ ხალხი, მიშა ანთაძე პირადად იბარებდა თანამშრომლებს და ვინც არ აწყობდა აგდებდა კიდეც. სამაგიეროდ მთელი თავისი ნათესაობა თეატრში ჰყავს დასაქმებული. შვილები იქნება ეს, მეუღლე თუ სხვა ნათესავები. ჩვენ მიხეილ ანთაძეს კორუმპირებულობაში ვადანაშაულებთ. მთელი უბედურება იმაშია, რომ პასუხს არ გვცემენ.

-საერთოდ, თუ მოჰყვა რამე გამოხმაურება თქვენს პროტესტს და  თავად მიშა ანთაძეს რა რეაქცია ჰქონდა?

- სახელისუფლებო არხებს ჩვენი პროტესტსი თითქოს არ გაუგიათ, შესაბამისად არ გამოგვხმაურებიან. მხოლოდ მაესტროსა და კავკასიისგან მივიღეთ რეაქცია. მიშა ანთაძე კი,  თეატრშიც არ გვიშვებს.