საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "თრიალეთი" 5000 ლარით უკანონოდ დააჯარიმა.
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „თრიალეთმა“ ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა, შემოწმებულიყო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ შესყიდული ტელეკომპანია „დიას“ უკანონოდ დამონტაჟებული აპარატურის სიხშირეები, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნულ უკანონო ფაქტზე რეაგირების მაგივრად, „თრიალეთი“ დასაჯა.
ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ ეს არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩადენილი მორიგი უკანონობა.
მოვითხოვთ, შემოწმდეს „თრიალეთის“ მიერ ლიცენზიით მინიჭებულ სიხშირეებზე მაუწყებლობა ჟურნალისტების და ექსპერტების თანდასწრებით!
„თრიალეთი“ პროტესტის ნიშნად არ გადაიხდის აღნიშნულ უკანონო ჯარიმას, თუნდაც აღსრულებისას, ტელევიზიის მაუწყებლობაც შეგვიჩერონ!
ტელეკომპანია „თრიალეთი“ ამზადებს სარჩელს ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და უახლოეს დღეებში მიმართავს სასამართლოს.
მივმართავთ საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და დარწმუნდნენ ჩვენს სიმართლეში.
მივმართავთ ახლახანს შექმნილ „მედიაგაერთიანებას“ მხარდაჭერისათვის.