პავლე ნოზაძე: მოზარდმაყურებელთა თეატრი ფულის საჭრელ ცეხად გადააქციეს

პავლე ნოზაძე: მოზარდმაყურებელთა თეატრი ფულის საჭრელ ცეხად გადააქციეს

50 წლის მანძილზე კინო-თეატრსა და რადიოსპექტაკლებში განსხიერებული როლის მიუხედავად, მსახიობი პალიკო ნოზაძე სხვა 40 მსახიობთან ერთად მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დაითხოვეს. მას, როგორც სხვა მსახიობებს, ე.წ. რუსული ფულის „აღება“ არ აპატიეს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ თანამშრომლობის გაწყვეტა მოსთხოვეს. ეს მაშინ, როცა თეატრის ხელმძღვანელობა მსახიობებს კუთვნილ ხელფასს არ უხდის, პავლე ნოზაძეს კი დავალიანებების გამო დენი და გაზი გამორთული აქვს.

Presage.tv პავლე ნოზაძეს ესაუბრება.       

მოზარდმაყურებელთა თეატრი 40 წამყვანი მსახიობის გარეშე დარჩარა ბედი ელით სამსახურის გარეშე დარჩენილ მსახიობებს?

- სანამ თეატრის ამჟამინდელი მმართველი მიხეილ ანთაძე არ წავა თეატრიდან, ბრძოლა არ შეწყდება. მან დაანგრია და დაამსხვრია თეატრი, მთელმა საქართველომ უნდა შემოკრას ზარები საბავშვო თეატრის გადასარჩენად. ყველა უნდა ამოგვიდგეს მხარში, რადგან რამდენი ხანია, საბავშვო თეატრი ინგრევა. ხომ ხედავთ, თეატრებს ისედაც აღარ ჰყავთ მაყურებელი, 3-4 წელიწადში კი საერთოდ აღარ ეყოლებათ. ბავშვების სათუთი გული გასაფრთხილებელია, ეს კაცი კი ღუპავს საბავშვო თეატრს და დაღუპა უკვე. როგორც ამ სფეროს პროფესიონალი, გეუბნებით, მიშა ანთაძემ დაღუპა ქართული საბავშვო თეატრი. ახლა მსახიობები მიტინგების გასამართად ვერ ვირბენთ ქუჩებში, ჩვენ პოლიტიზირებული ხალხი არ ვართ, ხელოვანი ადამიანები გახლავართ. 50 წელიწადია სცენაზე ვდგავარ, ყველაფერი მინახავს და მსოფლიოს არ ახსოვს, მსახიობებს ასე მოქცეოდნენ. გახსოვთ, რომ როდისმე რომელიმე მთავრობას, ხელმძღვანელობას თეატრისთვის ასეთი რამ გაეკეთებინოს?! ვინ არის მიშა ანთაძე, რომ მსახიობებს არაფრად აგდებს?!

რამდენი თვის ხელფასია გაუცემელი?

- ექვსი თვის ხელფასი იყო გაუცემელი, მერე რაღაც ორი თვის პრემია დარიცხა სხვადასხვა დროს, ზოგიერთ ჩვენს მსახიობს ოთხი თვის ხელფასი აქვს ასაღები, ზოგს - ექვსი თვის. მიხეილ ანთაძის დროს მოზარდმაყურებელთა თეატრში მსახიობებს ხელფასი დროულად არასდროს აუღიათ. ჩვენთვის არ ყოფილა არც პირველი იანვარი, არც შობა დღე და აღდგომა, ასე საცოდავად ხელგაწვდენილად გვაქციეს. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ დახმარებას ვიღებდით საერთაშორისო ფონდ „ქართუდან“, რომელმაც გადაგვარჩინა ეს ხალხი, ამის გამო ყველანი გაგვიშვეს თეატრიდან.

სამსახურიდან თქვენი გაშვება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება?

- მიშა ანთაძემ თავად დაუდო პოლიტიკური მოტივი ამ ამბავს. არ ვიცი, რა ვუწოდო ამ ადამიანს, რადგან არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, არ ვარ ეგეთი კაცი.

მიშა ანთაძე საიდან მოევლინა თეატრსმართალიარომ ის პროფესიონალი არ არის?

- თეატრის მმართველი შეიძლება სულაც არ იყოს თეატრალი კაცი, მაგრამ განათლებული პიროვნება იყოს და თეატრის, მსახიობის ფასი იცოდეს, მაყურებელთან დამოკიდებულება შეეძლოს. ადამიანს ინტელექტი თუ არ აქვს, მას ვერ შეიძენს.

იქნებთავად კულტურის სამინისტრომ არ გამოგზავნა თანხები?

- არა, თანხის ნაწილი ავიღეთ, ნაწილი არ აგვიღია, მაგრამ ასეთი გაურკვევლობა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. თეატრის მმართველი ხელშეკრულებებს არ გვაძლევს, მოგვაწერინებს ხელს, მერე როგორც უნდა, ისე ათამაშებს ჩვენს ხელშეკრულებებს. დაახლოებით 25 დღეა, კულტურის სამინისტროში ჩვენი წერილია შესული და ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

ამ წერილმა ხომ არ განაპირობა მსახიობების გაშვებაასეთი ვერსიაცაარომ ნიკა რურუა მსახიობებს არ უნდა შეეწუხებინათ.

- რას ჰქვია, კულტურის მინისტრი არ შევაწუხოთ? აბა, ვინ უნდა შევაწუხოთ? ჩვენი მინისტრი ეგ არის. ალბათ, ბატონი რურუა უყურადღებოდ არ დატოვებს ამ საკითხს და მიაქცევს ყურადღებას. რაც ჩვენს თავს ხდება, ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ბიძინა ივანიშვილის თანხის აღებას გააგრძელებთ?

- აბა, ხომ არ დავიხოცებით? ვისი რა საქმეა, რატომ უნდა მეკითხებოდეს მიშა ანთაძე, საიდან ვიღებ დახმარებას? ეს საერთაშორისო ფონდია. თვითონ რომ იღებდა მიშა ანთაძე ხუთი წლის განმავლობაში ივანიშვილის დახმარებას?! მე ექვსი თვეა, რაც ამ დახმარებას ვიღებ, ისიც, - ბევრად ნაკლებს. თავად ათასებს რომ იღებდა? ყველაზე დიდი თანხები მიშა ანთაძესა და მის მოადგილეს რომ ჰქონდათ?

მართალიარომ მიხეილ ანთაძემ თქვენ დაგიბარათ და გითხრათრომ არ უნდა აგეღოთ თანხარადგან ეს თანხა თურმე რუსული ფულია.

- დიახ, რუსული ფულიაო. ზოგი ფული რუსული იქნება, ზოგი - ამერიკული და ზოგიც - ქართული. მე ამას კი არ ვანიჭებ მნიშვნელობას, არამედ ჩემს შრომაში ვითხოვ ანაზღაურებას. რატომ უნდა მჭირდებოდეს ამაზე საუბარი? თუ საშუალება აქვთ, იმ რაოდენობის ხელფასი მომცენ, რომ გაზი და სინათლე არ მქონდეს დღესაც ჩაჭრილი. მოვიდნენ და შეამოწმონ, სინათლის 600 ლარი  მაქვს გადასახდელი და გაზის 800 ლარი მოვიდნენ და გამომირთეს. რითი გადავიხადო ეს თანხა? ხელფასი არ მომცეს და არაფერი. ამას ტყუილად არ ვლაპარაკობ, მოვიდნენ და ნახონ.

მოზარდმაყურებელთა თეატრის რეპერტუარი როგორ განახლდებაროდესაც 40 წამყვანი მსახიობი გაგიშვეს?

- სპექტაკლები არ შედგება. ვინც გაუშვეს, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობთა წამყვანი ბირთვია. თვითონ მიშა ანთაძემ თეატრის შემოქმედება ნოლზე დაიყვანა. თეატრი ჩაკეტა, წასულები არიან, თუ დამალულები, კაცმა არ იცის. თეატრი არ ფუნქციონირებს. როგორ უნდა აჩვენოს სპექტაკლები, როცა ისინი არ აქვს? აბონემენტების ფული აკრეფილია, სკოლები ჩივიან, ახალი სპექტაკლი არ აქვს, რომ აჩვენოს მაყურებელს. სოხუმის მოზარდის თეატრის სპექტაკლს აჩვენებენ, ესეც კრიმინალია, თეატრში აქვს კრიმინალი. თეატრი კი აღარ არის, ფულის საჭრელი ცეხია.

თქვენროგორც პროფესიონალისაქართველოს დამსახურებული არტისტიმარჯანიშვილის პრემიის ლაურეატიღირსების ორდენისკავალერი ტიტულების ნაკლებობას არ განიცდითუცხოეთში რომ გამგზავრებულიყავითსადაც უფრო აფასებენ მსახიობებს?

- რობიკო სტურუა რეჟისორია და უცხოეთში დადგამს სპექტაკლებს. მე სად წავიდე? მე მთელი საქართველო მუხლის ჩოქით მოვიარე და უფასოდ ვითამაშე ასი სპექტაკლი. აქ უნდა გარდავიცვალო და აქ დავიმარხო. შემართული კაცი ვარ და შემოქმედი ადამიანი გახლავართ. არავის დროშა არ მიფრიალებია, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ეს საქმე დამიფასონ. დაფასებაც არ მინდა, ჩემი საქმე გამაკეთებინონ, ერთ ჭიქა ჩაის დავლევ, ოღონდ რეპეტიცია მქონდეს, მივიდე და სპექტაკლი ვითამაშო. თორემ, მე ფული არც არასდროს მქონია და არც მექნება. ამ საქმეში რომ მივდიოდი, იმთავითვე ვიცოდი, რომ უნდა ვყოფილიყავი პატიოსანი, სიტყვის მთქმელი მართალი კაცი. სხვათაშორის, პირადი შეხვედრის დროს მიშა ანთაძე ღირსეულად და კარგად მხვდებოდა, მე მასთან არც შევსულვარ, არამედ ჩემს ანაზღაურებას ვითხოვ, თორემ იქ რა ფართებიც ქირავდება და რას აკეთებენ, არც მაგათი ბუღალტერია ვიცი და არც მათი საქმეები. არ მაქვს ამის გამოძიების სურვილი.