Made in Georgia

Made in Georgia

გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი  ერთ–ერთ ყველაზე ნაყოფიერ და შრომისმოყვარე გიტარისტად ითვლება მუსიკალურ სამყაროში. მუსიკოსი დღემდე აქტიურად აგრძელებს თავის საქმეს და თითქმის ყოველ თვეს კონცერტს მართავს ისრაელსა თუ შეერთებულ შტატებში. აქამდე მას ხუთი სოლო–ალბომი ჰქონდა გაკეთებული, რომლებშიც უმეტესად მის მიერ შექმნილი კომპოზიციები იყო შესული.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყვითელაშვილი შეერთებულ შტატებში თავის რიგით მეექვსე ალბომზე მუშაობს, რომელსაც მეტად ბევრისმეტყველი კონცერტის სახელწოდება  – "Made in Georgia" ("დამზადებულია საქართველოში") დაერქმევა.

აღნიშნული ალბომი ამ წლის დეკემბერში გამოვა და მასში შესული იქნება ყველსათვის კარგად ნაცნობი ქართული მუსიკალური კომპოზიციების თემურისეული ვარიაციები. ალბომი რამდენიმე ქვეყანაში და რა თქმა უნდა მათ შორის საქართველოშიც გაიყიდება.