იესო ქრისტეს წინადაცვეთის და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღე აღინიშნება

იესო ქრისტეს წინადაცვეთის და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღე აღინიშნება

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ასევე აღინიშნება სამოქალაქო ახალი წელი. წმინდა სახარების მიხედვით, 8 დღის ჩვილი იესო მშობლებმა ტაძარში მიიყვანეს, სადაც ებრაული ტრადიციისამებრ წინადაცვეთის წესი შესრულდა და ყრმას, ანგელოზის მიერ ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას დარქმეული სახელი იესო ეწოდა, რაც "მაცხოვარს" ნიშნავს. წმ. ბასილი დიდი კი მე-4 საუკუნეში კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი იყო.