თბილისის მერი დავით ნარმანია მისი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სოლომონიას შემცვლელს დღეს წარადგენს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მთავრობიდან აცნობეს, აღნიშნულ პოსტს გიორგი ლილუაშვილი დაიკავებს. ლილუაშვილის წარდგენა მერიაში 11:00 საათზეა დანიშნული. თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 12 იანვარს დატოვა. ის მუშაობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძობს. რაც შეეხება გიორგი ლილუაშვილს, ამ დრომდე "ქართუ ჯგუფს" ხელმძღვანელობდა.