ჯაკარტაში რამდენიმე აფეთქებას მხვერპლი მოჰყვა

ჯაკარტაში რამდენიმე აფეთქებას მხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. "ბიბისის" ცნობით, არის მსხვერპლი, თუმცა, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინება, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან ექვსი აფეთქება მოხდა, შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია უფრო მეტ მსხვერპლზეც. ჯაკარტის პოლიციის ცნობით, აფეთქება სავაჭრო ცენტრთანაც მოხდა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქებებს სროლის ხმა მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმებში კი დაახლოებით 14 მებრძოლი მონაწილეობდა.