პრეზიდენტმა პროკურატურას მის მიერ საჯაროდ დასმული კითხვები წერილობითი ფორმით გაუგზავნა

პრეზიდენტმა პროკურატურას მის მიერ საჯაროდ დასმული კითხვები წერილობითი ფორმით გაუგზავნა

პრეზიდენტის მრჩეველის კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილობით მიმართა პროკურატურას და დეტალურად განუმარტა იმ კითხვების შინაარსი, რაც პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში დასვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმედი აქვთ, რომ მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით.

"საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადების შემდეგ, ჩავთვალე საჭიროდ, მიმემართა წერილობით პროკურატურისთვის და დეტალურად განმემარტა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საჯაროდ დასმული კითხვების შინაარსი. ეს წერილი უკვე გაგზავნილია პროკურატურაში და იმედი მაქვს, საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით",-განაცხადა კოჟორიძემ.