ფეხბურთის ფედერაციამ ახალი სახელფასო სისტემა შეიმუშავა: მწვრთნელების ხელფასები შემცირდება

ფეხბურთის ფედერაციამ ახალი სახელფასო სისტემა შეიმუშავა: მწვრთნელების ხელფასები შემცირდება

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ახალი სისტემა მწრთვნელების ხელფასების გარკვეულ შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა დაწესდება ახალი მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელიც მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც იმოქმედებს. 

მისი თქმით, „ახალი სახელფასო სისტემა ითვალისწინებს იმას, რომ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მწვრთნელების ხელფასები გარკვეული პროცენტით შემცირდეს.

„თუმცა დაწესდება ახალი, მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელსაც მწვრთნელი მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც მიიღებს. ეს იდეა მოიწონა აღმასკომმაც. ახალი სისტემა ორიენტირებულია შედეგზე. კახა ცხადაძის შემთხვევაში, ეროვნული ნაკრების მიზანია, რომ მომდევნო შესარჩევ ეტაპზე გუნდმა ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილი დაიკავოს. მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც, ანუ თუ გუნდი მესამე ადგილზე გავა,  მწვრთნელები მაღალი ჰონორარით ისარგებლებენ. ეს სისტემა გავაცანით თავად კახასაც და ველოდებით მის პასუხს. იმედი გვაქვს, რომ ახალ სისტემას გაიზიარებს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კახას. გვჭირდება, რომ ჩვენს გვერდით იდგეს“, - განაცხადა კობიაშვილმა.