საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

14-15 იანვარს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 14-15 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვა, ხოლო მაღალმთაში ქარბუქი. ქვეყნის დაბლობსა და ბარში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ზოგან კი 17-22 მეტრი იქნება.

"დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ დღისით ტემპერატურა 7-12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15 იანვარს - 5-10 გრადუსის ფარგლებში. დღეს დასავლეთ საქართველოში 18 გრადუსია.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ დღისით 9-14 გრადუსი დაფიქსირდება, 15 იანვარს - 5-10 გრადუსი; 16 იანვარს - 6 გრადუსი.

მაღალმთიან რაიონებში კი 15 იანვარს ყინვა იქნება - -9 გრადუსი; 16 იანვარს კი -16 გრადუსი.

თბილისში ხვალ, დღისით 10 გრადუსია მოსალოდნელი, 15 იანვარს - 9 გრადუსი, 16 იანვარს კი 6 გრადუსი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე განმარტებით, 16 იანვარს საქართველოში ნალექი შეწყდება, თუმცა ბარში ღამით ყინვაა მოსალოდნელი. კერძოდ, -3+2 გრადუსის ფარგლებში, ზოგან - 6 გრადუსამდე; უშუალოდ თბილისში -1 გრადუსი ყინვა იქნება.

17-18 იანვარს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 20 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 14 გრადუსამდე გათბება.