საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ბუტა რობაქიძის მამის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პროკურატურა და სასამართლო დამნაშავეებს მფარველობს.
ირაკლი შოთაძისთვის უცნობია, თუ რა განცხადებები გააკეთა სოსო რობაქიძემ და აქვე აღნიშნავს, რომ ბუტა რობაქიძის მამა, პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია.
"ჩვენ საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში ვმუშაობთ დაზარალებულებთან, მათ შორის, სოსო რობაქიძესთან. იგი სრულად არის ინფორმირებული, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გაწეულ მუშაობაზე. არ ვიცი მან რა განცხადება გააკეთა, თუმცა, მე მისგან პირადად ვიცი, რომ ის, პროკურატურის მუშაობით, კმაყოფილია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.