„ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს გრიფი არ ადევს და უახლოეს მომავალში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“

„ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს გრიფი არ ადევს და უახლოეს მომავალში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

როგორც ჟურნალისტებს მთავარმა პროკურმა განუცხდა აღნიშნულ საქმეს გრიფი საიდუმლო არ ადევს.

„მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეზე აქტიური და ინტენსიური საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ საქმეს გრიფი არ ადევს, გრიფი ძველ საქმეს ედო. შემიძლია საზოგადოებას შევპირდე, რომ უახლოეს მომავალში ამ საქმეზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მათ შორის რა გარემოების საფუძველზე მოხდა ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტებისთვის ჯაშუშობის ბრალდების წაყენება“, - განაცხადა ირაკლი შოთძემ.