„მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგია და ბუნებირვი აირი იყოს“

„მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგია და ბუნებირვი აირი იყოს“

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, "სოკარის" წარმომადგენელთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმ კონკურენტულ ფასებს, რომელსაც რუსეთი საქართველოს დამატებითი მოცულობის მიღების შემთხვევაში სთავაზობს.

კახა კალაძის თქმით, საქართველომ უკვე მოიხმარა ის 10%, რაც 2015 წელს გატარებული გაზის სანაცვლოდ იყო გათვალისწინებული და ახლა უკვე 2016 წლის კვოტას მოიხმარს.

„50% უკვე გახარჯულია, ანუ მინუს 130 მილიონში ვართ გასული. რა თქმა უნდა, ამის თანხობრივად ანაზღაურება მოგვიწევს და დაახლოებით, დამატებით დაგვჭირდება დეფიციტის შესავსებად 300-დან 400 მილიონამდე. რაც შეეხება შემოთავაზებულ ფასებს, ციფრების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი არსებული ფასები, რომელიც ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს, იმაზე ნაკლებ კონკურენტუნარიანია, ეს ფასები „სოკართან“ წარვადგინეთ, ვუთხარით რა შემოთავაზებები იყო. ხვალ გვექნება შეხვედრა „სოკართან“ და გავაკეთებ განცხადებებს“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, არცერთი ტრანზიტული ქვეყანა თანხის სანაცვლოდ ბუნებრივ აირს არ იღებს.

„სხვათა შორის, ის მოთხოვნა რასაც რუსეთი აყენებს, არის საერთაშორისო პრაქტიკა. დღეს, არცერთი ქვეყანა საფასურის სახედ ბუნებრივ აირს არ იღებს“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რატომ იყო საჭირო ვიცე-პრემიერის დონეზე მოლაპარაკებების წარმართავა, კალაძე აცხადებს, რომ „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თანხით ანაზღაურებაზე იყო საუბარი, რასაც დაბალი რგოლი ვერ გადაწყვეტს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაახლოებული ე.წ. ექსპერტების მოსაზრება. ზუსტად ის, რაც ხდება ბოლო დღეებში არის კარგად დაგეგმილი შავი პიარკამპანია პირადად სამინისტროს, ჩემს წინააღმდეგ, თუმცა ეს არაა პრობლემა, რადგან რასაც ენერგეტიკის სამინისტრო და დარგის ხელმძღვანელი ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არსებული რეალობიდანაა გამოწვეული. მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგია და ბუნებირვი აირი იყოს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა ენერგეტიკის მინისტრის დონეზე და არა კორპორაციის ხელმძღვანელის დონეზე, ფაქტიურად, ხდება ახალი პირობების ჩამოყალიბება ფულად ანაზღაურებაზე და აქ იყო გადაწყვეტილებები მისაღები. ფულზე უნდა დავთანხმდეთ, თუმცა აქ საუბარია მოცულობებზე, თუ ჩვენ წამოვიღებთ დამატებით მოცულობებს, ფასი იქნება კიდევ უფრო დაბალი, თუმცა  გრძელვადიან პერსპექტივაში ამას არ განვიხილავთ. ერთწლიანზეა საუბარი და უნდა დავაკმაყოფილოთ ის დეფიციტი რაც არის ბაზარზე“, - განაცხადა კალაძემ.