რატომ ითავსებს შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებს?!

რატომ ითავსებს შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებს?!

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრაზე დაინტერესდა, რატომ ითავსებს "შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკი" ზურაბ გამეზარდაშვილი შს მინისტრის მოადგილისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებს.

"გაუგონარ ამბავს იწვევს, რომ სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსის და შს მინისტრის მოადგილის პოსტებს ითავსებს ბატონი გამეზარდაშვილი, რომელიც შევარდნაძის დროს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ პირად იყო ცნობილი. თუ ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ის თამაზაშვილის კადრია და ახლა რადგან პრემიერი შეიცვალა, შეიძლება სხვანაირად გადანაწილდეს?", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი უმცირესობასთან სხდომაზევე გამოეხმაურა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, მას ვერავინ დააბრალებს, რომ ვინმეს ხათრით ვინმე სადმე დანიშნა.

"ბატონ გამეზარდაშვილს საკმაოდ დიდი ფუნქციები აქვს, საკმაოდ დიდი სამსახური აბარია და მე ვფიქრობ, ის უნდა იყოს მინისტრის მოადგილე, რათა იყოს უფრო მოქნილი და ძლიერი თავის გადაწყვეტილებებში", - განაცხადა მღებრიშვილმა.