რომ არ ყოფილიყო

რომ არ ყოფილიყო "ქართული ოცნება", ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარი იქნებოდა

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდს შეადგენს, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე გააკეთა.

ცისკარიშვილის თქმით, ქვეყანას რომ ნორმალური მთავრობა ჰყოლოდა და რეფორმების გატარება გაეგრძელებინა, დღეისთვის თითოეული მოქალაქის წლიური შემოსავალი დაახლოებით 7 ათასი დოლარი უნდა ყოფილიყო.

"გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ლარებში ითვლება, თუმცა მე მინდა შეგახსენოთ, რომ ქვეყნის საერთაშორისო სიმდიდრე დოლარში იზომება. სწორედ დოლარში, 16 მილიარდი დოლარიდან, 2012 წლის მონაცემებით, დღეს 14 მილიარდ დოლარამდე ვართ ჩამოსული. ესაა მშრალი შეფასება. რაც შეეხება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ღირებულებას, ის დაახლოებით 8 მილიარდს შეადგენს. ანუ, რომ არ ყოფილიყო "ქართული ოცნება", რომელიც ქვეყნის ეკონომიკას სიძულვილს არ გადააყოლებდა, ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარი იქნებოდა. შესაბამისად, ამ დონემდე არ გაუფასურდებოდა ეროვნული ვალუტა", -განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.