მაინტერესებს, რატომ არ იხსნება ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა, ეროსი კიწმარიშვილის საქმე?! ადასტურებს თუ არა ეს იმას, რომ საქმეებში ხელისუფლების უშუალო კვალი ჩანს?!, - ამ შეკითხვებით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს.
"საზოგადოებას სჯერა, რომ 2012 წლის არჩევნებამდე პატარა ბავშვის სიკვდილი "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთვის გამოიყენა. მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილის არაერთი პირობისა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა ამ საქმის გამოძიებას, არც ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ასევე, საზოგადოებას სჯერა, რომ ეროსი კიწმარიშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების გამო მოკლეს, ეს აზრი ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამყარა. მაინტერესებს, რატომ არ იხსნება ეს საქმეები?!", - მიმართა ნუგზარ წიკლაურმა გიორგი კვირიკაშვილს.